კახა კუჭავა: ჩვენ კიდევ ბევრი რეფორმა გვაქვს ჩასატარებელი, რომ ცხოვრების იმ მაღალ სტანდარტებს მივაღწიოთ, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს

„ჩვენს მხარეს არის ერთი ძალიან ძლიერი არგუმენტი. ეს არის კონკრეტული ფაქტები და ის მიღწევები, რომელიც გვაქვს დასავლეთთან, იქნება ეს ევროპა თუ ამერიკა და გვახსოვს განცხადებები ოფიციალური ვაშინგტონიდან, საელჩოებიდან, ევრორლამენტარებიდან.. ის კონკრეტული შედეგი, რასაც მივაღწიეთ, არის ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და ა.შ. ამას ასე არ ჩუქნიან. ეს არის ვალდებულებები, რომელსაც იღებ და ასრულებ, ისინი აფასებენ ამ შესრულების ხარისხს და ამის შემდეგ გაყენებენ კიდევ უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში და უფრო ახლოს ევროპასთან “ , – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებიდან ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია.

„როდესაც საერთაშორისო პარტნიორი ამბობს, რომ ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა ჩვენ შორის ურთოერთობა, მათგან კრიტიკა აუცილებლად მისაღებია. ჩვენ სრულყოფილები არ ვართ, ჩვენ კიდევ ბევრი რეფორმა გვაქვს ჩასატარებელი, რომ მაქსიმალურად შევძლოთ და ცხოვრების იმ მაღალ სტანდარტებს მივაღწიოთ, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს. თუმცა იყო შემთხვევები, როცა ნამდვილად ვერ დავეთანხმებოდით ვერც კრიტიკაში და კონკრეტული ფაქტების მანიპულირებაში, როგორც „ ფრონტერას“ შემთხვევაში იყო“, -აღნიშნა კახა კუჭავამ

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაწინუბანში ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყო