კახა კუჭავა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

ამის შესახებ კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

ვულოცავ მშობლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ცხოვრება მომავალი თაობის აღზრდას მიუძღვნა. ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, კიდევ უფრო უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ.

ძვირფასო ბავშვებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, ლაღ და ბედნიერ ბავშვობას“, – წერს კახა კუჭავა.

banner
წინა სტატიაშიგადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან იცვლება
შემდეგი სტატიასარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად მზადაა