კახა კოჟორიძე: ვეტო კვლავ აღიქმება ფაქტობრივად პოლიტიკური ომის გამოცხადებად

დღევანდელი განცხადება სამწუხაროდ კვლავ მიანიშნებს იმას, რომ ვეტოს არსი არ არის კვლავ სათანადოდ გააზრებული. ვეტო კვლავ აღიქმება ფაქტობრივად პოლიტიკური ომის გამოცხადებად – ასე ეხმაურება პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე უმრავლესობის დეპუტატების მიერ გაკეთბულ განცხადებას, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ვეტოს შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.
,,სინამდვილეში ვეტო არის ჩვეულებრივი კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურა, სადაც პრეზიდენტი თავის შენიშვნებს ეუბნება პარლამენტს. ბატონმა ვოლსკიმ კი დღეს განაცხადა, რომ არ იცის იქნება თუ არა ვეტო, არ წაუკითხავს არც ცხადია ვეტოს, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და ის წინასწარ ამბობს, ასე წაუკითხავად, ის რომ ვეტო ცუდი იქნება და ეს რომ აუცილებლად დაიძლევა. მე ვისურვებდი პარლამენტის წევრებისგან ისეთ დამოკიდებულებას, რომ მათ ჯერ მოისმინონ, ჯერ გაიგონ პრეზიდენტი ღებულობს თუ არა ვეტოს გადაწყვეტილებას, მერე წაიკითხონ ვეტოს გადაწყვეტილებაში რა დასაბუთება იქნება პრეზიდენტის მიერ გაკეთებული და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება“ – აცხადებს კოჟორიძე.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძემ პარტიის ახალი სახეები წარადგინა
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ ალექსანდრე ბარამიძის, ნანა მჭედლიძისა და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები დამტკიცდა