ამ წუთებში უნივერსიტეტში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე იმყოფება. ის ახალგაზრდებს უკვე შეხვდა და ახლა რექტორს, ვლადიმერ, პაპავას ხვდება.
სტუდენტების საპროტესტო გამოსვლა გრძელდება. სამ საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ.
თსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იგივე კანცლერის, თანამდებობაზე წარდგენილ ერთადერთ კანდიდატურას აპროტესტებენ.