კახა კოჟორიძე – პრეზიდენტი მხარს უჭერს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას

გიორგი მარგველაშვილი მხარს უჭერდა და უჭერს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტი არის ინდივიდუალური მოსამართლე , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ტელეკომპანია “კავკასიაში” სტუმრობისას ისაუბრა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კახა კოჟორიძემ მოსამართლეთა მიერ კონსტრუქციული დიალოგის მოთხოვნასთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის არარელევანტური მოთხოვნა, მაშინ, როდესაც თავად მოსამართლეებისთვის მიუღებელია კრიტიკა და გამოდიან შეურაცხმყოფელი განცხადებებით პრეზიდენტის ინსტიტუტის მისამართით.

“როგორც ჩანს მოსამართლეთა ნაწილისთვის მიუღებელია კრიტიკის მოსმენა სხვადასხვა ინსტიტუციების მხრიდან და ამან განაპირობა ის კამპანია, რომელიც წამოიწყეს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, – განაცხადა კოჟორიძემ.

პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი მხარს უჭერდა და უჭერს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტი არის ინდივიდუალური მოსამართლე, რომელიც მიუხედავად გარეფაქტორებისა, არ დაემორჩილება არანაირ ზეწოლას და მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაში,,არასდროს ჩავაყენებ პატრიარქს ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, ვკითხო, მისი მხარდაჭერა მექნება თუ არა”
შემდეგი სტატიაელისო კილაძე:”სატელევიზიო მედია გადანაწილების უკან დგას შუშის სასახლის მთავარი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი”