კახა კოჟორიძე: ნებისმიერ ასეთ ეჭვს სჭირდება სათანადო გარკვევა, შესწავლა და გაანალიზება

პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესაძლო თაღლითობის ფაქტს ეხმაურება. მისი განცხადებით, გავრცელებულ ინფორმაციაზე აუცილებელია მოკვლევის ჩატარება:

“ქალბატონ ნათიას მე ვიცნობ როგორც კარგ მოსამართლეს, მაგრამ თუ არის რაიმე კონკრეტული გარემოება, რომელიც შესასწავლია, ცხადია, მიუხედავად იმისა, რა შთაბეჭდილება არსებობს რომელიმე კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით, ნებისმიერ ასეთ ეჭვს სჭირდება სათანადო გარკვევა, შესწავლა და გაანალიზება,“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია: აბსოლუტურად წრეგადასული მუქარა ისმოდა სასამართლოზე ნიკა გვარამიას მხრიდან
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე: გადაბარების შემდეგ მეტი ინფორმაცია მექნება ჩემს სამომავლო საქმიანობაზე