კახა კოჟორიძე იმედოვნებს, რომ სარეკლამო დროსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების აუცილებლობა არ იქნება

ტელეკომპანიების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ითხოვენ, თუმცა პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე იმედოვნებს, რომ საქმე აქამდე არ მივა.

როგორც კახა კოჟორიძემ ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სამუშაო შეხვედრა შედგა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს.

„მინდა მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს, გამონახოს ყველა გზა და საშუალება იმისთვის, რომ კანონპროექტი ჩიხური მდგომარეობიდან გამოვიდეს და მის განხილვაში მონაწილეობა მიიღონ იმ სუბიეტებმა, ვგულისხმობ მედიას და პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც პირდაპირ ეხება კანონპროექტი”, – განაცხადა კოჟორიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ვეტომდე და მოტივირებულ შენიშვნებამდე საკითხი არ მივა.

banner
წინა სტატიაშილარი გაუფასურდა- 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.1805 ლარია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა და ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოში ჯონ კერის მოსალოდნელ ვიზიტზე ისაუბრეს