კახა კოჟორიძე: ევროსაბჭოს მოსამართლეობის კანდიდატის დასახელება არ უნდა ჰქგავდეს მაჟორიტარის დასახელებას

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მკაცრად აკრიტიკებს ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის ხელისუფლების მიერ ევა გოცირიძის დასახელებას.

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხში კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, რომელიც ამავდროულად კონკურსის მონაწილე იყო, პროცესის გაუმჭვირვალობასა და პოლიტიზებულობაზე საუბრობენ.

“ჩვენ მგონი გვავიწყდება რა პროცესზე ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, ეს პროცესი დაემსგავსა რაღაც გარკვეულ პარტიულ გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ეს ასე არ უნდა იყოს. არ უნდა ჰგავდეს ევროსაბჭოს მოსამართლეობის კანდიდატის დასახელება, რომელიმე პარტიის მიერ რომელიმე რეგიონში მაჟორიტარის დასახელებას“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ დაემორჩილებიან ზეწოლას
შემდეგი სტატია(+ვიდეო) “გირჩის” ახალი კლიპი, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო