კახა კოჟორიძე – ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის საარჩევნო პროცესს უკავშირდება

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე თიანეთში მერის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის შესაძლებელია უკავშირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს და ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიცაა არჩევნები.

“უაღრესად შემაშფოთებელია, გამოთქმული ვარაუდებიც კი, რომ ავტომანქანის აფეთქება შესაძლებელია უკავშირდებოდეს საარჩევნო პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით და ცალსახად აღნიშნა, რომ ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის შესაძლებელია უკავშირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს და ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიცაა არჩევნები. ჩვენ ველით, რომ გამოძიება უსწრაფესად გასცემს ობიექტურად პასუხებს არსებულ კითხვებს და მიმდინარე სასამართლო დავაც იმასთან დაკავშირებით რამდენად კანონიერად ჩატარდა თიანეთში ჩატარებული არჩევნები სამართლიანად იქნება განხილულ”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ

banner
წინა სტატიაშიგუკა რჩეულიშვილი “ცენტრ პოინტის” საქმეზე სასამართლოს ჩვენებას ერთი თვის შემდეგ მისცემს
შემდეგი სტატიაუკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა