კახა კოჟორიძე: ამ ვითარებაში სასამრთლომ პრიორიტეტი მიანიჭა თორნიკე ართქმელაძის საქმეს

იმ ვითარებაში, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, სასამართლოში გადაიდო უამრავი მნიშვნელოვანი საქმე, უცნაურია, რომ მათ პრიორიტეტი მიანიჭეს ,,ლელოს” წევრის, ადვოკატ თორნიკე ართქმელაძის საქმეს – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.

,,დღეს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო დისტანციურად განიხილავს ,,ლელოს” წევრის, ადვოკატ თორნიკე ართქმელაძის საქმეს. პოლიციამ თორნიკე უკანონოდ დააკავა 2020 წლის 10 იანვარს ,,ანას ბაღთან“ აქციაზე, როდესაც თორნიკე ახორციელებდა თავის პროფესიულ მოვალეობას.
იმ ვითარებაში, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, სასამართლოში გადაიდო და არ ტარდება უამრავი მნიშვნელოვანი საქმე, უცნაურია, რომ სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა ამ საქმის განხილვას” – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
შემდეგი სტატიამღვდელი გიორგი წეროძე: გაფიცებთ ქრისტეს სიყვარულს, მინიმუმ ორი კვირა არ წახვიდეთ ტაძარში