კახა კინწურაშვილი: “ბევრი მიზეზია, რომ 28 ნოემბერს საზოგადოება ისევ ერთად დადგეს”

6 დღე უწყვეტი წინააღმდეგობის ერთი წლის თავამდე – თბილისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. 28 ნოემბერს საღამოს შვიდი საათიდან დედაქალაქში მასშტაბური მსვლელობაა დაანონსებული. ხალხი, ვინც უკვე ერთი წელია ქუჩაში დგას, გეგმავს რომ ივანიშვილის პარტიას კიდევ ერთხელ შეახსნონ რომ პროტესტი არ გამქრალა.

მსახიობი კახა კინწურაშვილი ამბობს, რომ ბევრი მიზეზია, რომ 28 ნოემბერს ქუჩაში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გამოვიდეს.

28 ნოემბრის შემდეგ არათუ სიკეთისკენ შეიცვალა რამე, არამედ დღითიდღე უფრო მძიმდება მათი მხრიდან დანაშაულები საზოგადოების მიმართ – ეს იქნება საჯარო სექტორში ადამიანების გათავისუფლება, კანონები, რომელიც ზღუდავს საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანებს, ჯარიმები, რომელიც კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ა.შ. რავიცი, რამდენი მიზეზია იმისა, რომ საზოგადოება ისევ ერთად დადგეს და მთელ მსოფლისო აჩვენოს, რომ ევროპული გზა და მომავალი არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ 28-ში ბევრი ადამიანი დააფიქსირებს ამ აზრს”, – ამბობს კაა კინწურაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ აშშ-სთან და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაცია შეარჩია
შემდეგი სტატიასამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით უკრაინა აშშ-თან კონსულტაციებს იწყებს