კახა კალაძის წარდგენის პარალელურად, ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის წარდგენის პარალელურად, მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები.

ისინი კახა კალაძესთან, როგორც თბილისის მერობის კანდიდატთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მთავარი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურებაა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სანამ მთი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მსგავსი ტიპის აქციებს გამართავენ ყველგან, სადაც მმართველი გუნდის წარმოადგერლები შეიკრიბებიან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: კახი იქნება ყველაზე გამორჩეული და წარმატებული მერი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე არჩევნებში „დამაჯერებლად გაიმარჯვებს“