კახა კალაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებზე, ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თოქშოუ “არჩევანში” კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში რამდენიმე პარტია შევა.

“ვიმედოვნებ, რომ სხვა პარტიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, პარლამენტში შემოსვლის. ძალიან ბევრი პარტიაა, ვისაც ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, სხვათა შორის, ამის დიდი პრობლემა აქვს “ნაციონალურ მოძრაობასაც”. დაველოდოთ 8 ოქტომბერს”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი: ნატო შეშფოთებულია საქართველოში მომხდარი ძალადობრივი ქმედებებით
შემდეგი სტატია„ნენსკრა ჰესის“ ტერიტორიაზე საოპერაციო სოფლის მშენებლობა იწყება