თელავის რაიონულმა სასამართლომ თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქეს 1 500 ლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ მიიღო.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში მოქალაქე ალექსი კენჭოშვილის მიერ კახა კალაძის მისამართით დაწერილ კომენტარს.
სასამართლომ საკითხი ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე განიხილა.








