კახა კალაძის საარჩევნო შტაბში ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან (ფოტო)

კახა კალაძის საარჩევნო შტაბში ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის შტაბი კოსტავას N14-ში, გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილ შენობაში დღეს ოფიციალურად გაიხსნება.

შტაბს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.

დღესვე, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე შტაბის ხელმძღვანელს წარადგენს.

კახა კალაძის შტაბი 20:00 საათზე გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშიბათუმში „თანასწორობის მოძრაობის“ წევრების სასამართლო პროცესი ლგბტ აქტივისტების პროტესტის ფონზე დაიწყო
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩომ ბორჯომის ხეობაში მომუშავე მეხანძრეებს საჩუქრად ცეცხლგამძლე ფეხსაცმელები გადასცა