კახა კალაძის კომენტარი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით

ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ცილისწამება, კახა კალაძეს არასდროს ჰქონია პრობლემები, არ აქვს და არც მომავალში ექნება. მე ღირსეულად ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ვემსახურები ჩემს ხალხს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლიც მიხედვითაც, მას ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში პრობლემები ჰქონდა.

კალაძის თქმით, უსაფრთხოების სამსახური არის იმისთვის, რომ კანონის ფარგლებში მოუსმინოს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩათვლის საჭიროდ.

ამასთან, კალაძემ წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა თავიანთი პოლიტიკური ხედვები და საარჩევნო პროგრამები, თუ აქვთ რა თქმა უნდა, წარუდგინონ საზოგადოებას, ჰქონდეთ შეხვედრები კომუნიკაცია და ასე შემდეგ, მე მაქვს ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან, როგორც პირდაპირი ისე ვირტუალური, ძალიან ბევრი საინტერესო იდეები მოდის, ვსაუბრობთ გამოწვევებზე იდეებზე, სამომავლო გეგმებზე და დარწმუნებული ვარ 2 ოქტომბერს დედაქალაქის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რასაც თბილისის გამარჯვება და სამომავლო განვითარება ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.

წინა სტატიაშიკახა მიქაია: „საპატრიარქო ფეესბეს ფილიალია“
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე: სუსის უფროსი პარლამენტში ოპოზიციის დაკითხვით ამას უშლის ახლა ხელს “ენმ” რეალურად