“კახა კალაძის კაპიტნის თვისებები მნიშვნელოვანი იქნება, რომ მივაღწიოთ გამარჯვებას”

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკური გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ გადავდივართ წინასაარჩევნო პერიოდზე – ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც ღირსეულად უნდა გავიაროთ და დავამტკიცოთ, რომ ის მაღალი დემოკრატიული სტანდარტი, რომელიც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩენვებზე ვაჩვენეთ, უნდა გავაუმჯობესოთ.

საარჩევნო შტაბის უფროსი კახა კალაძე იქნება – მან დაამტკიცა რომ კარგი ორგანიზების უნარი აქვს.

კაპიტნის თვისებები მნიშვნელოვანი იქნება, რომ მივაღწიოთ გამარჯვებას, რაც საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს.

ჩვენი მიზანია, რომ კონკურენცია კონფრონტაციაშია არ გადაიზარდოს

მმართველ ძალას გაასმაგებული პასუხისმგებლობა გვაკისრია – სხვა პოლიტიკურ ძალებსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომ დაამტკიცონ, საქართველო არის უპირველეს ყოვლისა.

არჩევნების დემოკრატიულ ხარისხზე იყო დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე იქნება
შემდეგი სტატია“არავის მივცემთ იმის შესაძებლობას, დესტრუქციული ქმედებებით ჩრდილი მიაყენონ ოქტომბრის არჩევნებს”