კახა კალაძის ინფორმაციით,კომპანიების წარმომადგენლებთან მიღწეული შეთანხმებით, სადისტრიბუციო მანქანები ქალაქში გარკვეულ საათებში იმოძრავებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ სადისტრიბუციო მანქანებმა ქალაქში გარკვეულ საათებში იმოძრაონ, რათა საცობები არ შეიქმნას.
როგორც კალაძე აცხადებს, კონკრეტული შეთანხმების შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
“ძალიან კარგი შეხვედრა შედგა. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის. გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. თუ რა ცვლილებები იქნება და რომელ საათებში ივლიან ქალაქში, ამას უახლოეს დღეებში გაგაცნობთ”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ „ევროპაბეთის“ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაგორის მცხოვრებლებს, რომლებიც გაზის მომატებულ გადასახადს აპროტესტებენ, საქმის გარკვევამდე ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეუწყდებათ