კახა კალაძის ინიციატივით, რუსთაველზე, შვილმოკლული მამების აქციაზე, კარვებში დენს შეიყვანენ და გამათბობლებს მიიტანენ

რუსთაველის გამზირზე, შვილმოკლული მამების აქციაზე, კარვებში ხვალიდან დენს შეიყვანენ და გამათბობლებს მიიტანენ. ამის შესახებ ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს: “ხვალიდან რუსთაველზე ,შვილმოკლული მამების აქციაზე,კარვებში დენს შეიყვანენ და გამათბობლებსაც მიიტანენ !
თბილისის მერის ,კახი კალაძის წარმომადგენლები იყვნენ ამ საღამოს !
მადლობა მას ამ ადამიანური თანადგომისთვის !
და განსაკუთრებული მადლობა გოგა მემანიშვილს,რომელსაც ჩვენი უსაფრთხოება აბარია რუსთაველზე !”, – წერს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუას 6 დეკემბერს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიასულხან სალაძე საია-ს თავმჯდომარედ კიდევ ერთხელ აირჩიეს