კახა კალაძის განცხადებით, გარკვეული კატეგორიის პირთა ხელფასების მომატებაზე მერიას ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციები ექნება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გარკვეული კატეგორიის პირთა ხელფასების მომატების საკითხზე მერიას ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციები ექნება. ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდილ პროექტში იქნება თუ არა გათვალისწინებული ხელფასების მატების საკითხი გარკვეული კატეგორიისთვის.

„ხელფასების მომატება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ცენტრალური ხელისუფლებასთან და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ საუბარია საშუალო რგოლზე და არა მაღალი თანამდებობის პირთა ხელფასების მომატებაზე, ” – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტის მოცულობა პირველ ეტაპზე 921 მლნ ლარი იქნება, რომელიც შემდგომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერის ხარჯზე გაიზრდება და მილიარდს გადააჭარბებს. თბილისის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად, სავარაუდოდ, 10 დეკემბრის შემდეგ შევა.

banner
წინა სტატიაში,,16 დეკემბერს საქართველომ პრეზიდენტის ინაუგურაცია ისე უნდა ჩაატაროს, რომ ქვეყნის ღირსეული სახე წარმოჩინდეს”
შემდეგი სტატია,,ყველა აქტივობა მიმართულია იქეთ, რომ თბილისი კიდევ უფრო აქტიური და მეგობრული ქალაქი გახდეს”