კახა კალაძის ერთ-ერთი მოადგილე სავარაუდოდ ილია ელოშვილი იქნება

თბილისის ახალი მერის კახა კალაძის ერთ-ერთი მოადგილე, პირველი არხის ინფორმაციით, ენერგეტიკის მოქმედი მინისტრი ილია ელოშვილი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, კახა კალაძე ახალი მოადგილეების, მათ შორის ილია ელოშვილის შესახებ ხვალ მას შემდეგ განაცხადებს, რაც მერის უფლებამოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს, როგორც ცნობილია, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს უერთდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაჩეჩილაძე – თუ გაუქმდება გარემოს დაცვის სამინისტრო, ამ ცვლილებას მხარს არ დავუჭერ
შემდეგი სტატიაცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო