კახა კალაძის ცნობით, წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წავკისში სერიოზული პრობლემები იყო საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ათ ქუჩას ჩაუტარდება რეაბილიტაცია – დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ბორდიური. სამუშაოები დაგეგმილია ტაბიძის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, თაყაიშვილის, მანჯგალაძის, 9 აპრილის, ამაღლების II შესახვევში, ასათიანის
ქუჩებსა და ასათიანის I და II შესახვევში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 10 500 კვ.მ
ფართობზე მოწესრიგება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – მოძალადე რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს – მივმართავ მათ: ეს თქვენ უნდა გეშინოდეთ ქართველი ხალხის!
შემდეგი სტატიაკახა კალაძის ცნობით, წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო