კახა კალაძის ცნობით, წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წავკისში სერიოზული პრობლემები იყო საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ათ ქუჩას ჩაუტარდება რეაბილიტაცია – დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ბორდიური. სამუშაოები დაგეგმილია ტაბიძის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, თაყაიშვილის, მანჯგალაძის, 9 აპრილის, ამაღლების II შესახვევში, ასათიანის
ქუჩებსა და ასათიანის I და II შესახვევში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 10 500 კვ.მ
ფართობზე მოწესრიგება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის ცნობით, წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატია„სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის“ მიმდინარე წელს ათი მილიონი ლარია გათვალისწინებული