კახა კალაძემ ქართველ მეცნიერსა და პედაგოგს რისმაგ გორდეზიანს დაბადების დღე მიულოცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ცნობილ ქართველ მეცნიერს, პედაგოგსა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, რისმაგ გორდეზიანს დაბადების დღე მიულოცა.

კახა კალაძემ რისმაგ გორდეზიანს ჯანმრთელობა და ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობა უსურვა.

„მინდა ცნობილ ქართველ მეცნიერს, ღვაწლმოსილ პედაგოგს რისმაგ გორდეზიანს მივულოცო დაბადების დღე. ბატონმა რისმაგმა ფილოლოგთა არაერთი თაობა აღზარდა.

პირველ რიგში, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიკოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებისთვის ორ პროექტზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
შემდეგი სტატიათბილისის მერია ბაგები-წყნეთის გზაზე დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით საყრდენი კედლის მოწყობას იწყებს