კახა კალაძემ „ქართულ ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 10, 2019 18:16

კახა კალაძემ „ქართულ ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მმართველ პარტიას 6 მაისს 50 ათასი ლარი ჩაურიცხა. მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

2012 წლის შემდეგ, კალაძემ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 210 ათასი ჩაურიცხა, 50 ათასი კი შარშან სალომე ზურაბიშვილს შესწირა. კალაძის მხრიდან რამდენიმე არაფულადი შემოწირულობაც ფიქსირდება.

მმართველი პარტიის სასარგებლოდ 6-7 მაისს 100 ათასი ლარის ოდენობის შემოწირულობა ფიქსირდება „ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმოსგან – LTD GACC, 60 ათასი ლარი – ბიზნესმენ დავით ინაურისგან.

ამასთან, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 7 მაისს 5-5 ათასი ლარი შესწირეს საკრებულოს წევრებმა, ირაკლი ნადირაძემ და ლილე ლიპარტელიანმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 10, 2019 18:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics