კახა კალაძემ დაბა ნასაკირალის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

“ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ნონა ტუნაძე წარადგინა.

ნონა ტუნაძე წლების განმავლობაში მუშაობდა დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგად, იყო დაბა ნასაკირალში ადგილობრივი საკრებულოს წევრი.

კანდიდატის წარდგენას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: არ მივცემთ ისეთ შეპირებას, რომელსაც არ შევასრულებთ
შემდეგი სტატიაეროს რამაზოტი საქართველოში გამართულ კონცერტს გარდაცვლილ მომღერალ პრინცს მიუძღვნის