კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან ერთი ძაღლი მერიაში წაიყვანა

თბილისი მერმა, კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დაათვალიერა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თავშესაფარში რეორგანიზაციაა და ახალი სამოქმედო გეგმა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„თქვენ იცით, ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აქ იყო გაუსაძლისი პირობები, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. ვაპირებთ, რეფორმების განხორციელებას და როგორც უკვე გითხარით ჩემს წინა საარჩევნო დაპირებაში იყო და გარკვეული ცვლილებები იქნება ამ მიმართულებით თუ რაიმე პრობლემა არსებობს, იყოს მოგვარებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ცენტრიდან ერთ-ერთ ძაღლს მერიაში წაიყვანს .

„გვყავს ახალი მეგობარი, რომელიც წამოვა მერიაში და ჩვენთან ერთად იქნება. სახელი ჯერ არ ვიცით, შევურჩევთ მერიაში”, – აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაიკლ კარპენტერი: მიხეილ სააკაშვილის გაძევება ეს დიდი პოლიტიკური შეცდომაა
შემდეგი სტატია„დავბრუნდები სამართლებრივი გზით“-სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციასთან ერთად პოროშენკოს წინააღმდეგ კოორდინაციას გეგმავს