კახა კალაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის მერმა კახა კალაძემ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დედაქალაქის მერი პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

“9 აპრილი არის დღე, რომელმაც ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ერთობის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს თბილისის მერის მოადგილეებმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – უკვე 32 წელია ეს დღე ერთდროულად დიდი ტკივილით და სიამაყით გვავსებს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: 9 აპრილი არის ტრაგიკული დღე, რადგან ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის მანქანამ ჩვენი ადამიანების სიცოცხლე შეიწირა