“თავი შეიკავონ და მოერიდონ გარკვეულ პროვოკაციებს”- კახა კალაძე მხარდამჭერებს მიმართავს

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მოუწოდებს, ნუ აჰყვებიან გარდაბანში იმ პროვოკაციებს, რომლებიც, მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულად იგეგმება.
“საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს ნორმალურ, მშვიდობიან გარემოში. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა მხარდამჭერს, თავი შეიკავონ და მოერიდონ გარკვეულ პროვოკაციებს, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულად იგეგმება, არის დაგეგმილი და ხორციელდება. მაქსიმალური თავშეკავებისკენ მინდა მოვუწოდო კიდევ ერთხელ ყველას. ყველანაირი დაპირისპირების გარეშე “ქართული ოცნება” ლიდერობს ამ არჩევნებში და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გოჩა ჯამარაული გაიმარჯვებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“მურუსიძე გადადექი”-აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახლთან
შემდეგი სტატია17:00 საათის მდგომარეობით, გარდაბანში ამომრჩეველთა აქტივობამ 26,2% შეადგინა