კახა კალაძე – ვფიქრობ, შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ ეკა ბესელიას განცხადებით და დაკითხვაზე დაიბარონ

თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შესაბამისი უწყებები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით და ის დაკითხვაზე დაიბარონ.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომლებმაც თბილისის მერს ეკა ბესელიას დღევანდელი განცხადების შესახებ ჰკითხეს, რომ გარკვეული პირების პირადი ცხოვრებით შანტაჟი ახლაც ხდება და მისთვის რამდენიმე ასეთი ფაქტია ცნობილი.

,,არ ვიცი, პირველად მესმის, თუმცა მგონია, რომ შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ამ განცხადების შემდეგ და აუცილებლად უნდა დაიბარონ ქალბატონი ეკა დაკითხვაზე, რომ შესაბამის სამსახურს მიაწოდოს სრული ინფორმაცია, რაც მას გააჩნია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“წითელი ხაზები კი არ უნდა გავავლოთ, ჯერ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ საკუთარ ქმედებებზე” – კახიძე შეწყალების საქმეზე
შემდეგი სტატიალევან გოგიჩაიშვილი მერაბ გაბინაშვილს-როგორია თქვენს წარმოსახვაში ბიძინა ივანიშვილი, ამბობს თუ არა ყოველთვის სიმართლეს