კახა კალაძე ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს

თბილისის მერი კახა კალაძე ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

,,მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიპოლიციამ ხაშურში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიასენაკში ავტოავარიაში დაშავებულებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა