კახა კალაძე – ვერავინ და ვერაფერი შეუძლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტების განხორციელებას“

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ქსანი-სტეფანწმინდის პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

კალაძის თქმით, პროექტს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აპროტესტებს.

„პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აპროტესტებენ პროექტის განხორციელებას. ის აუცილებლად განხორციელდება. ვერავინ და ვერაფერი შეუძლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კალაძემ ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხის საპასუხოდ.

აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „ელექტროენერგიის გადაცემის რეგიონალური ქსელის გაფართოების პროექტი“ ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ქვესადგურის „ქსანი 500“ სრულ რეაბილიტაციას, რომლის ღირებულება 9,9 მილიონ ევროს შეადგენს.

banner
წინა სტატიაში“20 წლის წინ, სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს ჰეიდარ ალიემა და ედუარდ შევარდნაძემ”
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: თუ ბურჭულაძე „ნაციონალებთან“ ითანამშრომლებს, ეს მას ნეგატიურ შედეგს მოუტანს