კახა კალაძე – ვამაყობ პროექტებით, რომელიც ენერგეტიკის დარგში განხორციელდა

როგორც რიგითი მოქალაქე, ვამაყობ პროექტებით, რომელიც ენერგეტიკის დარგში განხორციელდა, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების დაწყებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ის დღეს აპირებს დეპუტატებს მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული პროექტების, სამომავლო გეგმების თაობაზე და მათ კითხვებს უპასუხოს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საგარეო ურთიერთობათა გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. დეპუტატებთან ერთად მინისტრის მოსასმენად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც მოვიდნენ. როგორც სხდომის დაწყების წინ აღინიშნა, კახა კალაძემ უნდა განმარტოს რამდენად რეალურად სჭირდებოდა საქართველოს რუსული გაზის დამატება, თუკი ქვეყნის საკმარის გაზმომარაგებას კომპანია “სოკარი” უზრუნველყოფდა და რატომ კეთდებოდა ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც დეპუტატებს მინისტრის მოსმენა სურთ საქართველოს ევროპის ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების საკითხია.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გამოძიების მხრიდან გაეცემა
შემდეგი სტატია,,საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა”