კახა კალაძე ვაკის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ვაკის საფეხბურთო ცენტრი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის საფეხბურთო ცენტრის გახსნისღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი პროექტები სპორტის სფეროში ნიჭიერიახალგაზრდების მხარდაჭერისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯებია.
,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს მხარდაჭერით კიდევ ერთიმნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, როგორცცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტისმხარდაჭერაც. ანალოგიური პროექტები ჩვენ სამგორის, ვარკეთილის და გლდანისრაიონებშიც განვახორციელეთ და ამით არ შემოვიფარგლებით. მომდევნო ორიპროექტი უნდა განხორციელდეს დიდ დიღომში და ნუცუბიძეზე. პროექტებიუახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს დაეს ინფრასტრუქტურა მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ თავიანთი ნიჭი სწორადგამოიყენონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-სHat-Trick-ის პროგრამის დაფინანსებით აშენდა.

აღნიშნული ტერიტორია ფედერაციას 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფოქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადმოეცა. გადმოცემის პროცესსმხარს უჭერდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფოსასწავლო უნივერსიტეტი

banner
წინა სტატიაშითალაკვაძის განცხადებით, მაჩალიკაშვილის მიერ დასახელებულ პირს მის ოჯახთან კავშირი არ აქვს
შემდეგი სტატიარატიანი: 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გვაქვს, არც ერთ განყოფილებაში