კახა კალაძე: უთანხმოება, რომელიც არჩევნების თარიღთან დაკავშირებით იყო, აუცილებლად უნდა მოგვარდეს

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს.
კახა კალაძე ფიქრობს, რომ სამთვიანი წინასაარჩევნო კამპანია აბსოლუტურად ლოგიკური და ნორმალურია.
„ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ სხვა ქვეყნის მაგალითები. აშკარად ჩანს, რომ ძალიან დიდია განსხვავება. თუ არ ვცდები ერთადერთი ქვეყანაა ბულგარეთი ევროპული ქვეყნებიდან, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დრო არის სამი თქვე. დანარჩენ ქვეყნებში არის ერთი თვე, ორი, სამი კვირა და ა.შ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის რაღაც გარკვეული უთანხმოება, რაც იყო, აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ჩემი ინფორმაციით, ბატონ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშილადო პაპავა: მჯერა, რომ დღევანდელი არჩევნები პოლიტიკური ჩარევის გარეშე ჩაივლის
შემდეგი სტატია”ის რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში ამაში სენსაციური არაფერი არ არის”