კახა კალაძე – უსუსური „ფარული“ ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი ყოველდღიური მოვლენა იყო

უსუსური ე.წ. ფარული ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი და დაშინება, ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო, – ამის შესახებ პარტია“ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძე აცხადებს, არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არც ერთი შემთხვევა.

„უსუსური ე.წ. ფარული ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი და დაშინება, ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არც ერთი შემთხვევა და შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერც ერთ მტკიცებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მედიასაშუალებების უსუსური მცდელობა, განახორციელონ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული.

„ქართული ოცნება“ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვეღარასდროს შეუქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ქართულ დემოკრატიას, ქართულ საზოგადოებას, ქართულ მედიას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ტრაილერების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ
შემდეგი სტატიათიბისი ბანკი ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ პირდაპირ ეთერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს