კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას მერობის კანდიდატად მისი შესაძლო დასახელების შესახებ

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ის დედაქალაქის მერი გახდეს.

ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მმართველ გუნდში ჯერ არ უმსჯელიათ.

„გუნდში არ ყოფილა ამაზე საუბარი, ჯერ ადრეა. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს არჩევნებამდე გასაკეთებელი და როცა ამის დრო დადგება რა თქმა უნდა გაჟღერებული და წარმოდგენილი იქნება კანდიდატი, ვინც იქნება კანდიდატი,“- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე იქნება
შემდეგი სტატია„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს