დედაქალაქის მერი კახა კალაძე წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამთქვამს.
„ვწუხვარ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებ გიორგის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, – წერს კახა კალაძე.
გიორგი ხარჩილავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.