12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

კახა კალაძე: “ტრამპმა ვერც ომის დასრულება მოახერხა და ვერც “დიფსთეითი” დაამარცხა”

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ტრამპმა მთავარი დაპირებები ჯერჯერობით, ვერ შეასრულა.

დედაქალაქის მერის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა ვერც ომის დასრულება მოახერხა და ვერც “დიფსთეითი” დაამარცხა.

“ვართ მოლოდინის რეჟიმში. ტრამპის მთავარი დაპირებები იყო ომის დასრულება, მთავარი დაპირება იყო და ასევე პრიორიტეტული ხაზი დიფსთეითის დამარცხება და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვგულშემატკივრობთ მას თუ ნამდვილად მოახერხებს და შეძლებს ამ ყველაფერს. დღეს ნამდვილად არ ჩანს ის, რომ ან ომი იყოს დასრულებული, ან მან დიფსთეითი დაამარცხა. არც ერთია, არც მეორე, ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში”, – ამბობს კალაძე.

banner
წინა სტატიაშისუს-ის თანამშრომელი, რომელიც მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, 52 წლის სიმონ წაქაძეა
შემდეგი სტატიაGalt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა – ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა