კახა კალაძე – თუ რეიტინგების მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ დებატებში ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე

თუ რეიტინგების მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ დებატებში ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის უკვე მეორე გამოწვევას, დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

“ფეხბურთს, პოლიტიკას, არჩევნებს და ზოგადად ყველაფერს აქვს წესი. შესაბამისად, როდესაც ის ამბობს, რომ მიწვევს დებატებში, დაახლოებითი რეიტინგები ხომ არსებობს?! ვიღაც კანდიდატს აქვს ის რეიტინგი, ვიღაცას ეს… რეიტინგების მიხედვით თუ უნდა ვიმსჯელოთ, მაშინ უნდა დავჯდე ზაალ უდუმაშვილთან. შესაბამისად, პატივს ვცემ ყველა კანდიდატს. არაერთ კანდიდატთან ვაპირებ დაჯდომას, მზად ვარ შვიდივესთან ერთად დავჯდე. ჩვენ არასდროს გვითქვამს დებატებზე უარი”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს ტელედებატებში კიდევ ერთხელ იწვევს.

როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, კალაძე თუ დათანხმდება ტელედებატებს, ის მზად არის ამის შემდეგ ”ქართული ოცნების” კანდიდატს ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს.

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობის მოქმედების ვადებთან დაკავშირებით ცვლილებებია
შემდეგი სტატია,,ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, შეხვედრები სამუშაო საათების შემდეგ იგეგმება”