კახა კალაძე: თუ ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ?

საარჩევნო პროცესში ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებულ კრიტიკას კახა კალაძე არ იზიარებს და აცხადებს, რომ ამომრჩევლის უმრავლესობამ ხმა არ მისცა ოპოზიციას.

„სისულელეა ეს ყველაფერი. უამრავი ფაქტი იქნა მოყვანილი, როგორ ტარდება მოლდოვაში, პოლონეთში. იცით რა არის მთავარი? – მილიონ 120 ათასმა მოქალაქემ მკვლელებს, მწამებლებს და აგენტურას უთხრა არა. თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ? რატომ ზეიმობდით რვა საათზე, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული? თუ ეს პრობლემა იყო მთელი დღის განმავლობაში, რამდენი უცხოელი დამკვირვებელი იყო, ზოგადად, 25 ათას დამკვირვებელზეა საუბარი, რატომ კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განცხადებები, რატომ კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ კარგი შეფასებები? რატომ დადო ეუთო/ოდირმა კარგი შუალედური დასკვნა, ასევე კარგი საბოლოო დასკვნა? თქვენ იზეიმეთ ნაადრევად. ჯერ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენ გატყუებდნენ, რომ საოცარი პროცენტები ჰქონდათ. თუ დააკვირდებით თქვენი კვლევების სტატისტიკას 2012 წლიდან, ის აცდენილია რეალობას, ეგზიტპოლები აცდენილია რეალობას. გატყუებდნენ და დღესაც იმავეს აგრძელებენ, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ. თქვენც მიყვებით ამ ყველაფერს და იჯერებთ. მერწმუნეთ, სხვა რეალობა გვაქვს და მოგიწევთ ამ რეალობაზე შეგუება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არასერიოზულია კითხვები საარჩევნო უბნებზე კამერებთან დაკავშირებითაც.

„კამერები არ ვიცი, მაგრამ ყველაზე საშიში იყო ბეჭდებიანი მილიონერი ქალბატონი. არასერიოზულია ეს ყველაფერი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ქვეყანაში იქნება მშვიდობა და უახლოეს მომავალში მე-11 მოწვევის პარლამენტიც დაიწყებს მუშაობას.

ამის შესახებ მან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

„გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად. რეალურად, არაფერი ხდება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მოხდება ეკონომიკური განვითარება, პარლამენტიც დაიწყებს ძალიან მალე მუშაობას, მთავრობაც დამტკიცდება. ოპოზიციაც შევა პარლამენტში, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ცხოვრება და მუშაობა ჩვეულებრივად გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შეტანილ სარჩელებს, თბილისის მერი აცხადებს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და ამის აღიარება არ სურს.

„უსუსურია ის განცხადებები, რომელთაც ვისმენთ. მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხია. არანაირი კონკრეტიკა, არგუმენტი არ არსებობს. უბრალოდ, მცდელობა აქვთ, თავიანთი მხარდამჭერები აცხოვრონ ტყუილში. ძალიან კარგად იციან, რომ დამარცხდნენ და ამის დაჯერება არ უნდათ. თავს იმაგრებენ მსგავსი ტიპის განცხადებებით, რომ თურმე არჩევნები გაყალბდა. წარმოუდგენელია – ერთი კონკრეტული ფაქტი, მტკიცებულება არ არსებობს. ვისმენთ სულელურ განცხადებებს, რომლებიც სიცრუითაა გაჯერებული და არანაირი კონკრეტიკა, ფაქტი არ აქვთ“, – განაცხადა

banner
წინა სტატიაშიგანათლების გზაზე არ გაჩერდე – საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – პროკურატურა აცხადებს, რომ ყველაფერს ჩავეძიოთ, ოღონდ, გვჭირდება ამისათვის ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც ბრალდებას აყენებენ, მაგრამ ეს ადამიანები ან არ მიდიან პროკურატურაში, ან თუ მიდიან, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე