კახა კალაძე – თუ კონკრეტულ კანდიდატებთან შეხვედრაზე ხალხი არ გამოდის, ეს “ქართული ოცნების” და ჩემი პრობლემა არ არის

თუ კონკრეტულ კანდიდატებთან ხალხი არ გამოდის შეხვედრაზე, ეს “ქართული ოცნების” და ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ შუალედური ანგარიშის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგს ეხება.

“ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, ტყუილი. სამწუხაროა, რომ მიზანმიმართული სიცრუის პროპაგანდისტული მანქანა ჩართულია იმ კონკრეტული არასამთავრობოების სახით, რომელზეც თქვენ საუბრობდით. ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ ეს ყველაფერი 2012 წელს ჩავაბარეთ წარსულს. ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების მიმართ. დღეს საბედნიეროდ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა გვაქვს, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფალ გარემოში აწარმოონ საარჩევნო კამპანია. თუ კონკრეტულ კანდიდატებთან ხალხი არ გამოდის შეხვედრაზე, ეს “ქართული ოცნების” და ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის. შესაბამისად, შეეხება იმ ცრუ ბრალდებებს, პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა კალაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მმართველი ძალის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეა საუბარი.

banner
წინა სტატიაშიმამია ალასანია სამხედრო პატივით ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს
შემდეგი სტატია,,აქციაზე მომავალ ხალხს “ქოცები” არ უშვებენ, ქებურიას ქმარს თავს დაესხნენ”