კახა კალაძე – თუ კერძო ინვესტიციას უნდა, რომ ფარად გამოიყენოს ანაკლიის პროექტი, არ გამოვა

თუ კერძო ინვესტიციას უნდა, რომ ფარად გამოიყენოს ანაკლიის პროექტი, არ გამოვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადებები ჭორაობას ჰგავს.

„რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენთ ჭორაობას. პირველი, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ასეთი პროექტების განხორციელება. ვიცით, რომ არის კერძო ინვესტიცია. მაგრამ კერძო ინვესტიციას თუ უნდა, რომ ფარად გამოიყენოს ეს კონკრეტული პროექტი, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს ხარჯით და გარანტიებით განახორციელოს, ეს არ გამოვა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განახორციელოს პროექტი, თუ იქნება საელმწიფო გარანტიები. შესაბამისად, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

სახელმწიფო ყოველთვის იქნება დაცული, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები ყოველთვის იქნება დაცული, თუ ამ პროექტის განხორციელების რესურსი მათ გააჩნიათ ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა. ეს არის კერძო ინვესტიცია, ყველანაირად არის ხელშეწყობა, რომ პროექტი განხორციელდეს, მაგრამ არა სახელმწიფოს და ხალხის ხარჯზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – თუ კერძო ინვესტიციას უნდა, რომ ფარად გამოიყენოს ანაკლიის პროექტი, არ გამოვა
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის 34 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო