კახა კალაძე: თუ ადამიანს თავშესაფარი არ აქვს, ეს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტს ვერ გაამართლებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაუშვებელია, სახელმწიფომიწების უკანონოდ მიტაცება და შენობა-ნაგებობების განთავსება ადამიანების გაჭირვებით გამართლდეს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედ იმ მოქალაქეების დასახმარებლადა ამიმართული, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.

„18 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ დედაქალაქის მერიაში ჩაატარა ბრიფინგი და ისაუბრა, რომ აღმოჩენილია კიდევ ერთი ლოკაცია სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგეობების განთავსება მიმდინარეობდა.

ჩვენი, თბილისის მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რო მსახელმწიფო ქონება მიტაცებისგან და შემდეგ, მასზე უკანონო შენობა-ნაგებობებისგან თავსებისგან დავიცვათ. დაუშვებელია, ასეთი სამართალდარღვევა ადამიანების გაჭირვებით გავამართლოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ამას ვისმენდით, რაც ძალიან ცუდია.

კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, მესმის იმ ოჯახების, ადამიანების, ვისაც მართლა უჭირს და სერიოზული პრობლემები გააჩნია, თუმცა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედ ასეთი ადამიანების დასახმარებლადაა გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალ წელს ამ მიმართულებით, 350 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„როდესაც მიმდინარეობს მუშაობა ბიუჯეტზე, პირველ რიგში, განისაზღვრება ისპროგრამები და ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლითაც გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარებით, მაგრამ ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობებისგანთავსება, კატეგორიულად მიუღებელია და ამას არ დავუშვებთ. თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს მისი მხრიდა ნსახელმწიფო ქონების მიტაცებას. იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ და დარჩნენ სახლის გარეშე, დედაქალაქს აქვს სპეციალური პროგრამა.

ყოველწლიურად, დაახლოებით, შვიდი მილიონი ლარი იხარჯება, რომ მსგავს ოჯახებს დავეხმაროთ, ქირით გავიყვანოთ და ქუჩაში არ დარჩნენ“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, უკანონოდ მიტაცემული მიწების მოკვლევის შედეგებიც წარმოადგინა დააღნიშნა, რომ ბევრ მათგანს სხვადასხვა ქალაქში, რაიონსა თუ სოფელში,არაერთი საცხოვრებელი სახლი გააჩნია.

„ჩვენს მიერ დაფიქსირდა რამდენიმე მოქალაქე, რომელიც თვალჭრელიძისქუჩაზე იტაცებდა სახელმწიფო მიწებს და უკანონოდ ათავსებდა შენობა-ნაგებობებს: მოქალაქე ლ.ფ. არის დევნილის სტატუსის მქონე. 2016 წელს მას ოჯახთან ერთად,„სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ შეუსყიდა სახლი ქალაქ ჯვარში. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 201 1წლის აპრილში დაკმაყოფილდა მისი განცხადება, თბილისში ვლადიმერ დავითაშვილის ქუჩაზე, სარგებლობაში არსებულ 696 კვ.მ მიწაზე საკუთრებისუფლების რეგისტრაციის შესახებ. ამის შემდეგ ლ.ფ-მ მიწის ნაკვეთი მიჰყიდა ლ.ჭ-ს, რომელიც, სავარაუდოდ, მისი მეუღლის დისშვილია; მოქალაქე ე.ფ-ს 2012 წლიდან დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში.

ასევე, ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში. მისი მეუღლე ფლობს 568 კვ. მეტრი მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს თბილისში, იგოეთის ქუჩაზე;მოქალაქე ე.პ-მ საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცამამას. იგი სახელმწიფოსგან 2019 წელს „სოფლად სახლის“ პროგრამით,დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში,შუამთის ქუჩაზე. ასევე, მის მეუღლეს რეგისტრირებული აქვს სამგორის რაიონში,შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა;მოქალაქე გ.გ. ასევე, სარგებლობს დევნილის სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვ.მ.

საცხოვრებელი ფართი თბილისში, შუამთისქუჩაზე; მოქალაქე ტ.წ. პირადად არ ფლობს საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლის სახელზედარეგისტირირებულია ბინა ჭიათურაში, 1C148 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 852 კვ.მ და 684 კვ.მ მიწის ნაკვეთები ამავე სოფელში; მოქალაქე ზ.ტ. რეგისტრირებულია თბილისში, სოფელ შინდისში. მას უფიქსირდება გასულ წელს შინდისში 600 კვ. მეტრი მიწის გაყიდვა. ასევე, მამას აქვს დაფიქსირებული მიმართვა საჯარო რეესტრში, წავკისში 3 000 კვ. მეტრიმიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით.

დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ სხვა მოქალაქეებს. უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტიც, რომ ერთ-ერთი არის მერიი სთანამშრომელი.

კიდევ ერთელ ვიმეორებ, ჩვენ არავისთან მიმართებაში უკან დახევას არ ვაპირებთ და ყველა უკანონობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. რადგანაც კონკრეტული მედია საშუალებები ინფორმაციას არასწორად აშუქებენ და აქვთ მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ერთ რამეს – რა თქმა უნდა, არიან ოჯახები, ვისაც მართლა უჭირს,სოციალურად დაუცველები არიან. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, გამგეობები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, რომ მათი ქირით უზრუნველყოფა მოვახდინოთ“,- განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაში“ლილოს” მოვაჭრეები აქციას მართავენ
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს