კახა კალაძე თბილისში დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების შესახებ სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ერთ-ერთი პროექტი, რომელიც სტუდენტებმა წარადგინეს, არის მედიათეკების გაერთიანება, სადაც ლექტორები ლექციებს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტისთვის წაიკითხავენ.

შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ კახა კალაძე უნივერსიტეტში ბოლო დროს მიმდინარე საკითხებით დაინტერესდა.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და მისი მიზანია, უნივერსიტეტებსა და დედაქალაქის მერიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა.

banner
წინა სტატიაშიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : საქართველო მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში – როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე