კახა კალაძე – თბილისში, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 000 ამომრჩეველმა – „ქართული ოცნებისა“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70%-ზე მეტი უცხადებს

თბილისში, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 000 ამომრჩეველმა- „ქართული ოცნებისა“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70% -ზე მეტი უცხადებს , – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძემ მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ახასიათებს დაბალი აქტივობა, თბილისში, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 000 ამომრჩეველმა. ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნებისა“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70% -ზე მეტი უცხადებს.

მინდა, გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც უკვე გამოგვიცხადა მხარდაჭერა. ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ მისულხართ საარჩენო უბნებზე, მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ აქტიურობისკენ. თქვენ მიერ გამოცხადებული ნდობა, არის გარანტია, რომ გაგრძელდება თბილისის განვითარება და მეტი სიკეთე შევა ჩვენი დედაქალქის თითოეულ უბანში“, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძის თქმით, ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ყველაფერი უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში.

„შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ნებისმიერ ადამიანს თუ დაჯგუფებას შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც მიტინგის ფორმა მისაღებია, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმე გაბედავს და გადადგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს, ამას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში.

ყველა ქმედებას მოჰყვება რეაგირება, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პასუხი არის ის რომ ხალხი მივიდა არჩევნებზე გამოხატა მხარდაჭერა ქართული ოცნების მიმართ, ეს არის პასუხი ქართველი ხალხის მხრიდან და პასუხია ისიც რა რაოდენობა არის შეკრებილი დღეს თავისუფლებაზე.“- განაცხადა კალაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ღობე შეანგრიეს
შემდეგი სტატიაშსს: მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს