კახა კალაძე : თბილისში 3-4 ბაღი არ გაიხსნება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის რამდენიმე ბაღის მასწავლებელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ამიტომ ხვალ, 12 ოქტომბერს, ეს ბაღები არ გაიხსნება. კალაძის ცნობით, ამის შესახებ მშობლები უკვე გაფრთხილებულები არიან.

“3-4 ბაღია, სადაც მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა… დანარჩენ ბაღებში მზადყოფნაა. ხვალ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაა, სადაც უფრო დეტალურად იქნება საუბარი არსებულ მდგომარეობაზე. თქვენ იცით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზეც ინფორმაციას მოგაწვდით”. – ამბობს კახა კალაძე.

დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 იმერეთში, გურიასა და შიდა ქართლში 7-7, 4 შიდა ქართლში, 16 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 კახეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა მთიანეთში 1. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 208 ადამიანი. გასულ გასულ დღე-ღამეში კი 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 11 794 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 323 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 85 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 471 შემთხვევაა აქტიური.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი : “ოცნება” გარეჯის თემით საარჩევნოდ მანიპულირებს და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს
შემდეგი სტატიაოქროს ფასი 40%-ით გაძვირდა