8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

კახა კალაძე: თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ – ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის განათების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს არ მიუმართავს.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, უშუალოდ ანძის განათება ამა თუ იმ ქვეყნის დროშის ფერებში, ხდება მაშინ, როდესაც თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართავენ.

„თბილისის სატელევიზიო ანძის განათება ხდება ასე – ამა თუ იმ ქვეყნის საელჩოდან მოგვართავენ ოფიციალური წერილით და მუნიციპალიტეტი ანათებს მათი ქვეყნის დროშის შესაბამის ფერებში. დამოუკიდებლად ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. არ ყოფილა მომართვა მათი მხრიდან, შესაბამისად, არ გაგვინათებია“, – განმარტა დედაქალაქის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მმართველი ხელისუფლების წევრების არყოფნა ხომ არ უკავშირდება კრიტიკულ განცხადებებს, კახა კალაძის თქმით: „კრიტიკულ განცხადებებს კი არ ვაკეთებთ მათი მისამართით, ჩვენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კონსტიტუციას ვიცავთ და პასუხს ვცემთ მათ, ვინც არასამართლიანად ეპყრობა საქართველოს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა.

რაც შეეხება ოფიციალურ მიღებას, მე არ ვიცი როდის იყო მათი დამოუკიდებლობის დღე. მე პირადად არანაირი მოსაწვევი არ მიმიღია და რომ მივეწვიე მათ, მივიდოდი. რა პრობლემა იქნებოდა?! არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაში“ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ” – ნიკო კვარაცხელიას დედა პროკურატურის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე მაიკ ბენცის განცხადებაზე: აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ, საზოგადოების ნაწილს არ სჯეროდა, ქილიკობდნენ