კახა კალაძე: თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ!

“მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი. ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს. მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება”- წერს თბილისის მერი, კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: . ამაზრზენი და მიუღებელია, როცა ძალოვან უწყებებს არანაირი დავალება არ აქვთ მიღებული, ძალადობა აღკვეთონ
შემდეგი სტატიაISFED: ნათელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას