კახა კალაძე – ტაქსების რეფორმა შედგა

ტაქსებით მგზავრობაზე ფასების ზრდა იყო პირველი დღის ეფექტი, დღეს ეს ყველაფერი უკვე დარეგულირებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ტაქსების რეფორმა შედგა.

„რეფორმა შედგა. ეს არ არის რეფორმის დასასრული, ეს არის რეფორმის დასაწყისი და ჩვენ რასაც დავპირდით მოსახლეობას, ტრანსპორტის მიმართულებით, აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება პირველ ოქტომბერს ტაქსის მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმებს, დედაქალაქის მერის თქმით, ეს ჯარიმები ერთი თვის განმავლობაში, ერთჯერადად ამნისტირებული იქნება.

„რაც შეეხება ჯარიმებს, გვქონდა კომუნიკაცია პარლამენტთან. ბევრი ამბობს, რომ შეცდომაში შეგვიყვანეს. არ ვიცოდით, რომ პირველ ოქტომბერს ჯარიმები ჩამოიწერებოდა და ეს ერთი თვის განმავლობაში რა ჯარიმებიც გამოიწერა, იქნება ერთჯერადად ამნისტირებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციების გავრცელება, თითქოს ვიღაცებს აეკრძალათ მუშაობა და ტაქსაობა, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი გაბუნიამ გენერალური პროკურატურა დატოვა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – მიხეილ სააკაშვილი პოზიციებზე დახტის